20 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
ტერაქტიდან რამდენიმე მეტრში ქართული დელეგაცია მოლაპარაკებებს მართავს - ეკა ბესელიას ინტერვიუ

ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის 13-კაციანი დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები არიან. ცოტა ხნის წინ რუსთავი 2 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს ეკა ბესელიას დაუკავშირდა.

ბესელიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ქართული დელეგაცია ევროპარლამენტში იმყოფება და შეხვედრებს იმ შენობაში მართავს, რომელიც მაალბეკოს მეტროსსადგურთან ახლოს მდებარეობს.

ბესელიას თქმით, ტერაქტების შედეგად დელეგაციის დღის წესრიგი არ შეცვლილა, თუმცა უსაფრთხოების ნორმები ევროპარლამენტის შენობაში გამკაცრებულია. საქართველოს დელეგაცია ხვალ უნდა დაბრუნდეს თბილისში, თუმცა შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეექმნას, რადგან აეროპორტში აფეთქების შემდეგ ფრენები გაუქმებულია და ქალაქში უსაფრთხოების უმაღლესი ზომებია მიღებული.  

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან დეპუტატები: ვიქტორ დოლიძე, ფრიდონ საყვარელიძე, გია ჟორჟოლიანი, გიორგი ჟვანია, ანი მიროტაძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, დავით დარჩიაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ლევან თარხნიშვილი, გიორგი კანდელაკი, თინათინ ბოკუჩავა. 

შეგახსენებთ რამდენიმე საათის წინ ბრიუსელში აფეთქება ჯერ ბრიუსელის აეროპორტში, შემდეგ კი ქალაქის ცენტრში, მაალბეკის მეტროსადგურში მოხდა. საერთაშორისო მედიის ცნობით დაღუპულია 13 ადამიანი და დაჭრილია - 35.

დღის ამბები