20 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
"შესაძლებელია ამ კადრების ასლები არსებობდეს და შესაძლებელია მისი ტირაჟირება ხდებოდეს სხვადასხვა მეთოდით," - მანანა კობახიძე ფარულებზე

ფარული ვიდეომასალის გასაჯაროებასა და მასზე მიმდინარე გამოძიების შესახებ უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე საუბრობს. კობახიძის შეფასებით, პრევენცია შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ სასჯელის გამკაცრებით. 

„ის რაც ერთხელ უკვე ჩაიწერა, ეს არის ძალიან ამაზრზენი. თავისთავად უკვე ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ამ კადრების ასლები არსებობდეს და შესაძლებელია მისი ტირაჟირება ხდებოდეს სხვადასხვა მეთოდით. პრევენცია შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ძალიან მკაცრი პასუხით, სასჯელის გამკაცრებით და რაც მთავარია იმ პირთა დადგენით და პასუხისგებაში მიცემით, ვინც ამას ახორციელებს, რომ ეს იყოს მაგალითი სხვა პირებისთვის, ვისაც აქვს ასეთი ბოროტი განზრახვა,“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.

ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

„გამოძიების ტემპით არავინ არ არის კმაყოფილი ბუნებრივია, მაგრამ საზოგადოების რეაქციით, ერთსულოვნებით ყველა ვართ კმაყოფილი და ბნელი ძალები ვერ მიაღწევენ,ლ რომ საქართველო გააჩერონ,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

დღის ამბები