მეტროპოლიტენის მემანქანეები თბილისის მერიას და სატრანსპორტო კომპანიას 2-კვირიან ვადას აძლევენ, ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ კი მუშაობის შეჩერებით იმუქრებიან. მოლაპარაკებების მიმდინარეობის მიუხედავად ამ დრომდე მემანქანეების არცერთი მოთხოვნა შესრულებული არ არის.
ისინი ხელფასების მატებას, ღამის საათებში განსხვავებულ ანაზღაურებას და დამსახურების მიხედვით სახელფასო დანამატებს ითხოვენ. სატრანსპორტო კომპანია მოთხოვნების შესრულებაში მერიის ჩართულობას ითხოვს, მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესში უკვე ჩაერთო ჯანდაცვის სამინისტროც.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის თქმით, მერიის თანამსრომლების ეკონომიკური მდგომარეობს გაუმჯობესება მათთვის მნიშვნელოვანია.
“კომპანია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მნიშვნელოვანია, რომ მოიძიოს რესურსები შესაძლებლობები, რომელიც მას გააჩნია. რა მიმართულებითაც იქნება ხელსაყრელი, ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც არის თბილისის მერიის სტრუქტურაში შემავალი, მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, ოღონდ ყველამ უნდა გაითვალსიწინოს, რომ ეს უდნა მოხდეს იმ რესურსების ფრაგლებში, რომელიც გააჩნია კონკრეტულ კომპანიას", - განაცხადა ლექვინაძემ.