20 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ცნობით, აფეთქებამდე ბრიუსელის აეროპორტში სანდრა რულოვსი შვილთან ერთად იმყოფებოდა

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მისი ცოლი, სანდრა რულოვსი და მისი შვილი აფეთქებამდე ბრიუსელის აეროპორტში იმყოფებოდნენ.

სააკაშვილის თქმით, მათ აეროპორტში რამდენიმე საათი დაჰყვეს.

„როდესაც წავიკითხე ამ ტრაგედიის შესახებ, უკვე ვიცოდი, რომ მათ მოახერხეს გამოფრენა და მაშინვე დავფიქრდი იმ მსხვერპლთა ახლობლებსა და ნათესავებზე, რომელთაც ვერ მოახერხეს გადარჩენა. ეს საშინელი ტრაგედიაა, თუმცა, როგორც ჩანს, არაუკანასკნელი. უნდა აღვნიშნო, რომ გარდა სხვა მიზეზებისა, ეს არის ზედმეტად დიდი ბიუროკრატიის, თავაშვებულობისა და მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების უუნარობის  შედეგი,“ - განაცხადა სააკაშვილმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები