20 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
ორგანიზაცია ბედნიერი საქართველოს წარმომადგენლები ონლაინსესხების აკრძალვას ითხოვენ

პოლიტიკური მოძრაობა ბედნიერი საქართველოს წარმომადგენლები ონლაინსესხების აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

ამასთან, ისინი ონლაინკრედიტების გაცემის აკრძლავას ან სესხის გამცემი საკრედიტო ორგანიზაციების მიერ წლიური საპროცენტო განაკვეთის დაწევას მოითხოვენ.

“დღეს დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება ონლაინკრედიტების აკრძალვის მოთხოვნით. მათ აქვთ არარეალურად მაღალი პროცენტები და მათ მიერ გაცემული სესხები შემდეგ ხდება პრობლემური, რაც იწვევს ხალხის უფრო და უფრო გაღარიბებას. მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარებულ ვადებში პარლამენტმა მიიღოს ჩვენი ეს ინიციატივა და აკრძალოს ონლაინკრედიტები,“ - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა ბედნიერი საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ქვრივიშვილმა.

დღის ამბები