ფოთში, ჩიტაძის ქუჩაზე კერძო საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. მომხდარის დროს ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ.
ცეცხლი გვერდით საცხოვრებელ სახლსაც მოედო, თუმცა სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა ლოკალიზება დროულად მოახერხეს. ადგილზე 4 ბრიგადა მუშაობდა.
ოჯახის წევრებმა საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და პირადი ნივთების გადარჩენა ვერ შეძლეს. ხანძრის სავარაუდო მიზეზად ელექტროსადენები სახელდება.