20 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
ხელისუფლებას უფრო მალე შეეძლო ამ ატვირთული ვიდეოების წაშლა - ლუკა ფეიქრიშვილი

ორგანიზაცია ამბრელას წევრის, ლუკა ფეიქრიშვილის, თქმით, სამთავრობო უწყებაში  არ ისურვეს, რომ  გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერები  დროულად აღმოფხვრილიყო ინეტრენტსივრციდან.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ  “მთავრობას ხელისუფლებას უფრო მალე შეეძლო ამ ატვირთული ვიდეოების აღმოფხვრა, ბლოკირება, ვიდრე მას დასჭირდა".

"ნებისმიერ სამთავრობო უწყებაში მომუშავე კომპეტენტური პირი 10-15 წუთში მოახერხებდა ზემოთხსენებული ვიდეოს ბლოკირებას და არ იყო საათები საჭირო, რომ ყოფილიყო ინტერნეტსივრცეში ეს ვიდეოები განთავსებული. მათ არ ისურვეს, რომ ეს ვიდეოები დროულად აღმოფხვრილიყო," - ამბობს ლუკა ფეიქრიშვილი.   

დღის ამბები