თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართვლეობისა და აუდიტორია 115-ის წევრები დღეს განათლების მინისტრს შეხვდებიან.
მხარეები თამარ სანიკიძეს კიდევ ერთხელ წარუდგენენ თავიანთ მოთხოვნებს. აუდიტორია 115 ითხოვს უმაღლეს სასწავლებელში ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის არსებობასთან დაკავშირებით საქმის გამოძიებას, აკადემიური საბჭოს და თვითმმართვლეობის ფორმირებას.
თვითმმართველობა კი აკადემიური საბჭოს ფორმირებას, თუმცა მანამდე რექტორის გადაყენებას ითხოვს.