20 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
ბელგიაში საქართველოს საკონსულომ რამდენიმე ქართველს დახმარება გაუწია

ბელგიის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტების დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. კურიერს ინფორმაცია ამის შესახებ ბელგიაში საქართველოს კონსულმა დაუდასტურა. 

საკონსულოს ინფორმაციით ქართველები არც დაშავებულთა და არც დაღუპულთა სიაში არ არიან. 

ამასთან ცნობილი ხდება, რომ საქართველოს საკონსულომ დახმარება აღმოუჩინა საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, რომელსაც გადაადგილებასთან დაკავშირებით ჰქონდათ პრობლემები. საკონსულომ მათ დახმარება აღმოუჩინა და მათ გზის გაგრძელება ჰოლანდიის გავლით შეძლეს.

ამ დრომდე ბრიუსელში რჩებიან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები. ისინი თბილისში დღეს უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა ბელგიაში განვითარებული მოვლენების გამო, ეს ვერ მოახერხეს.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები