20 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
ობუდსმენი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის ბიუროს წევრად აირჩიეს

საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის ბიუროს წევრად აირჩიეს.

ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს გაწევრიანებას ალიანსის მმართველ ბიუროში მხარი 100-მდე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლებმა დაუჭირეს.

გლობალური ალიანსი საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების საქმიანობას.

„ეს მოხდა პირველად, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი იქნა არჩეული ბიუროზე. ეს არის ფაქტობრივად აღიარება იმ საქმიანობისა, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ეწევა წლების განმავლობაში,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილი.

დღის ამბები