თბილისის საბავშვო ბაღებში მიმდინარე მასობრივი გათავისფუელბებით პოლიტიკური სპექტრი დაინტერესდა. დედაქლაქის ნომერ მეორე ბაღში მმართველი გუნდისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ.
ოპოზიციის შეფასებით, საკადრო ცვლილებები პოლიტიკური ნიშნით ხდება, ქართული ოცნების დეპუტატი რიმა ბერიძე კი ვითარებაში გასარკვევად ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრას გეგმავს.