20 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
ალეკო ელისაშვილი პროკურატურას ტყუილში ადანაშაულებს

ალეკო ელისაშვილი პროკურატურას ტყუილში ადანაშაულებს. სპეციალური განცხადებით საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ე.წ. კოკაინის საქმეზე შესაძლო კორუფციულ ფაქტზე გამოძიებას შეწყვეტას გამოეხმაურა.

ალეკო ელისაშვილმა ყურადღება 3 გარემოებაზე ამახვილებს. მისი განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება პროკურატურის მტკიცება იმის შესახებ, რომ აპრილამდე ეკავა შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოზიცია.

დეპუტატი პროკურატურას პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის დაკითხვის ოქმის დამალვასა და ტელეფონის ექსპერტიზის გაყალბებაში ადანაშაულებს. ის დამატებითი კვლევისთვის აპარატის საზღვარგარეთ გაგზავნას გეგმავს.

 

 

 

„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს დასკვნა დაწერილია არა პროკურატურაში, არამედ თავად ეკა ბესელიას და მანანა კობახიძის მიერ. პროკურატურამ კი დახურა ეს საქმე, მაგრამ მე არ დამიხურავს. ეს არის ჩემი ღირსების საქმე და უკვე ბესელია-კობახიძის გარდა, ამ საქმის გამო, ამ საქმის ჩაფარცხვის და მტკიცებულებების გაყალბების გამო, აუცილებლად კანონის წინაშე პასუხს ვაგებინებ პროკურორებს და ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილი.

დღის ამბები