20 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 78 კომპანიის 115 ობიექტში ინსპექტირება ჩატარდა

შრომის ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებსა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარი ნორმატიული ბაზის მომზადების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოვლენილ დარღვევებს შეეხო. ამ დროისთვის ინსპექტირება 78 კომპანიის 115 ობიექტში ჩატარდა და მომავალში იგი სხვა კომპანიებსაც მოიცავს.

“შექმნილი არის მონიტორთა ჯგუფი, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი გადამზადება და კომპანიების მოთხოვნების საფუძველზე ისინი შედიოდნენ და ამოწმებდნენ, უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობას“ - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმოამდგენელმა კოტე ნანობაშვილმა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მონიტორნიგის ჯგუფმა ეფეტუტად იმუშავა.

“ჩვენ ვთვლით, რომ ეფექტური იყო მუშაობა შრომის მონიტორინგის ჯგუფის, რომელმაც შეძლო ძალიან ბევრ კომპანიაში, ენახე რა პირობებში უწევთ მუშაობა ადამიანებს და ასევე მიეთითებინათ ის ხარვეზები რაც მათ აქვთ“ - აღნიშნა ვალერი კვარაცხელიამ.   

    

დღის ამბები