არაერთი საბავშვო ბაღის დირექტორის გათავისუფლების შესახებ გახდა დღეს ცნობილი. კურიერი მათ ნაწილს შეხვდა და ესაუბრა.
მათ შორის არის 125-ე ბაღის უკვე ყოფილი დირექტორი. ხატია ლაშქარაშვილი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი. მისივე განმარტებით, ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია, რომელიც უკავშირდება ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობას.
ასევე გაათავისუფლეს თანამდებობიდან 92-ე ბაღის დირექტორი, ამ გადაწყვეტილებას თანამშრომლები ემოციურად შეხვდნენ.
თბილისის საბავშვო ბაღებში მასობრივი გათავისუფლებები მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის 20-მდე დაწესებულებაში დირექტორები და სხვა თანამშრომლები მოხსნეს. ბაღების სააგენტოს განმარტებით, ცვლილებები აუდიტის დასკვნის საფუძველზე მიმდინარეობს, რის მიხედვითაც, ბაღში ფინანსური მიმართულებით დარღვევებია აღმოჩენილი.
გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა.