ტყიბულში შესაძლოა მაღაროელების გაფიცვა განახლდეს. პროფკავშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფისგან ახალი შრომის კონტრაქტების გაფორმების შეჩერაბას მოთხოვს, რადგან, მათი თქმით, დოკუემნტი შრომის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
პროფკავშირში განმარტავენ, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მხარეები ადასტურებენ, რომ მათ ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ რაიმე სახის დავალიანება, ან სხვა ფინანსური ვალდებულება, რაც პროფკავშირის განმარტებით, უკვე მომზადებულ სარჩელსა და გამართულ მოლაპარაკებებს აზრს დაუკარგავს.