პროფკავშირებს წერილობით უპასუხა საქნახშირის მენეჯმენტმა. ჯი-აი-ჯი პრეტენზიებს არ ეთანხმება. კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ დასაქმებულთათვის მათ არ შეუზღუდავთ ხელშეკრულების გაცნობის შესაძლებლობა.
29 თებერვლის შეთანხმების საფუძველზე , 1 აპრილიდან ანაზღაურება 10 პროცენტით უნდა გაიზარდოს. კომპანიის განმარტებით, სწორედ ამ ვალდებულებების შესრულების მიზნით მუშავდება შრომითი ხელშეკრულებების ახალი პროექტები.