20 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
5 შვილის დედა სოციალური მომსახურების სააგენტოს მუქარაში ადანაშაულებს

5 მცირეწლოვანი შვილის დედა სოციალური მომსახურების სააგენტოს მუქარაში ადანაშაულებს. თამუნა არბელიშვილის განცხადებით, ბავშვების წართმევით მას შემდეგ დაემუქრნენ, რაც შემწეობის მოხსნის შესახებ ოპოზიციის ლიდერთან ღიად ისაუბრა.

დღეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები არბელიშვილების ოჯახში კიდევ ერთხელ მივიდნენ.

„არავის მივცემთ ადამიანების დაჩაგვრის უფლებას,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ოჯახში სამინისტროს წარმომადგენლის მისვლას უწყებაში არ უარყოფენ. თუმცა, სამინისტროში აცხადებენ, რომ სოციალური მუშაკი ადგილზე მხოლოდ ოჯახისთვის დახმარების შეთავაზების მიზნით მივიდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები