20 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
მეშახტეებთან ახალი ხელშეკრულება დაიდება - "ჯი-აი-ჯის" ადმინისტრაციას პროფკავშირების თავმჯდომარე შეხვდა

ტყიბულელ მეშახტეებსა და ჯი-აი-ჯი ჯგუფის ადმინისტრაციას პროფკავშირების თავმჯდომარე თამარ დოლაბერიძე შეხვდა. გუშინ ადმინისტრაციამ მეშახტეებს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, რომელსაც 200-მა მეშახტემ ხელი მოაწერა.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ხელშეკრულება არ იყო მიზანშეწონილი და მასში მომუშავეთა ინტერესები არ იყო გათვალისწინებული.

დღევანდელ შეხვედრაზე კი გადაწყდა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება და შესაბამისად, 200 ხელმოწერა გაუქმდება.

3 დღის განმავლობაში ახალი ხელშეკრულება შედგება და გაფორმდება მეშახტეებთან, რომელშიც დასაქმებულთა უფლებები გათვალისწინებული იქნება. 

დღის ამბები