20 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
მოხალისე ჰაკერები ვარაუდობენ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების წაშლა ხელოვნურად დაგვიანდა

ამბრელას წევრებს მიაჩნიათ, რომ Youtube-ზე ატვირთული პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების წაშლა საგამოძიებო ორგანოებს გაცილებით მოკლე დროში შეეძლოთ. მოხალისე ჰაკერები ამბობენ, რომ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში კადრები ინტერნეტსივრცეში მაქსიმუმ ნახევარ საათში დაიბლოკებოდა. მოხალისე ჰაკერები ვარაუდობენ, რომ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიებამ ვიდეოების წაშლა ხელოვნურად დააგვიანა.

ამბრელას წევრების პოზიციას არ იზიარებენ სხვა IT სპეციალისტები. მიხეილ ფაილოძეს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრო დრო, რა პერიოდშიც Youtube-დან ვიდეოს წაშლას ან დაბლოკვას შეძლებ. ანალოგიური პოზიცია აქვს ვასილ ჯამალაშვილსაც. კუდის IT განყოფილების ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ youtube-ზე დღის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ვიდეო იტვირთება, ბევრზეც წაშლის მოთხოვნა მიდის, რის გამოც ადმინისტრაციის რეაგირება ყოველთვის სწრაფი არ არის. თუმცა, მისი ინფორმაციით, არსებობს გამონაკლისებიც.

IT სპეციალისტები ფარული ვიდეოების გავრცელების შემდეგ დაწყებულ გამოძიების ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებენ. ჯამალაშვილს მიაჩნია, რომ საქმეში FBI-ის ჩართვის გარეშე პროკურატურას ვიდეოს ამტვირთავის IP მისამართის დადგენა გაუჭირდება.

ავტორები: ნათია ტრაპაიძე, ტატო გურგენიძე, ირინა ჯორბენაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები