20 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
ასწლოვანი ხე შავ ზღვაში მიცურავს

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ასწლოვანი ტიტა შავ ზღვაში მიცურავს. ხვალიდან ტიტა უკვე ყოფილი პრემიერის დენდროლოგიურ პარკში დაირგვება, თუმცა მანამდე ხე ციხისძირის მისადგომებთან იყო გაჭედილი. ბარჟამ, რომელსაც 650 ტონიანი მცენარე უნდა გადაეტანა, სიმძიმეს ვერ გაუძლო და ქვიშაში ჩაეფლო. სპეციალისტები რამდენიმე საბუქსირე გემთან ერთად ხის დაძვრას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ. ბარჟამ გეზი ურეკისკენ დღის ბოლოს აიღო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები