20 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
ფარული ჩანაწერები - გიორგი ჩხარტიშვილი გამოძიებასთან ორ ყოფილ მინისტრს ასახელებს

გიორგი ჩხარტიშვილის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში დღეს განახლდება. გუშინ კი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დეტალების დასაზუსტებლად მისი დაკითხვა საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე საათს გაგრძელდა.

შენობიდან გამოსული ჩხარტიშვილის თქმით, მან გამომძიებელს ჩანაწერების დამზადებასთან დაკავშირებით კონკრეტული გვარები დაუსახელა, მათ შორის ორი ყოფილი მინისტრი. მისივე მტკიცებით, კადრების დამონტაჟება თურქეთში ხდებოდა.

საქმის დეტალებზე ჩხარტიშვილს ჟურნალისტებთან არ უსაუბრია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა სათანადო რეაგირებს არ მოახდენს, ის ყველაფერის გახმაურების პირობას დებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები