20 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
თბილისის აბანოების თანამშრომლები წყლის საფასურის ზრდას აპროტესტებენ

თბილისის 6-მა აბანომ ფუნქციონირება ერთი დღით შეწყივტა. როგორც აბანოების თანამშრომლები აცხადებენ, აქცია გამაფრთხილებელია და ისინი წყლის საფასურის ზრდას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ადგილზე მივიდეს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, დაიწყოს მოლაპარაკებები, დაუწესონ აბანოებს შეღავათიანი გადასახადი და ჩამოაჭრან ერთი წლის განმავლობაში დაგროვილი დავალიანება. 

აბანოების თანამშრომლებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, თუმცა ის პოლიციამ მალევე გაათავისუფლა. 

აქციის პარალელურად ამ საკითხზე მიმდინარეობს შეხვედრა კომპანია Georgian Water and Power-ში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები