20 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
მშობლებისა და ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან 83-ე და მე-2 ბაღების მშობელთა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა და მხარეები კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდნენ.

მშობლები ბაღების დირექტორების სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. ისინი თემურ თორდინავასგან ითხოვენ პასუხს - თუ რის გამო გაათავისუფლეს ბაღების დირექტორები, რაც მათივე თქმით, უსაფუძვლო იყო. თავად თორდინავა გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს და გათავისუფლებულ დირექტორებს სასამართლოში სარჩელის შეტანას ურჩევს. 

მშობლები კი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. 

თბილისში 10-მდე საბავშვო ბაღი 24 მარტს დილიდან პარალიზებულია. მუშაობა შეწყვიტეს მასწავლებლებმა, ბაღებში ბავშვების მიყვანაზე უარს ამბობენ მშობლებიც. გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც რამდენიმე საბავშვო ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

დღის ამბები