პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შანტაჟის კიდევ ერთი ფაქტი, მოქალაქე მაია არნოუპი მის მიმართ შანტაჟის ფაქტების გამო პროკურატურას მიმართავს და გამოძიებას ითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო უწყებაში საქმე 6 თვის წინ შევიდა, დაზარალებული აცხადებს, რომ სათანადო რეაგირება არ ხდება.
მაია არნოუპის მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორი მასთან პირადი ცხოვრების ამსახველი, რამდენიმე წლის წინ გადაღებული ინტიმური კადრებით აშანტაჟებს.
მაია არნოუპის თქმით, პირმა, რომელთანაც ჰქონდა ახლო ინტიმური ურთიერთობა, ჩანაწერი გააკეთა და მოგვიანებით მის ქალიშვილს აჩვენა. ასევე აშანტაჟებდა ამ მასალის გამოქვეყნებით, თუ მის მეუღლესთან ხელს მოაწერდა.
ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის თქმით, ამ საქმის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც იყო ინფორმირებული.