ხმაურით მიმდინარეობდა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან სასწავლო დაწესებულების პედაგოგებისა და მშობლების შეხვედრა. ისინი თემურ თორდინავასგან ითხოვენ პასუხს - რის გამო გაათავისუფლეს ბაღების დირექტორები, რაც მათივე თქმით, უსაფუძვლო იყო.
თავად თორდინავა გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს და გათავისუფლებულ დირექტორებს სასამართლოში სარჩელის შეტანას ურჩევს.
ის ყველა თანამშრომელსა და პედაგოგს მოუწოდებს, ნუ შეუქმნიან დისკომფორტს, როგორც პატარებს, ასევე, მათ მშობლებს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ შინა განაწესით, ასეთ შემთხვევებში მოეთხოვებათ პასუხი.
პარალელურად, გათავისუფლებული დირექტორები და პედაგოგები საპროტესტო აქციის გამართვას დედაქალაქის მერიასთან გეგმავენ.