20 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
"აბანოები დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავენ", - GWP-ის კომერციული დირექტორი

კომპანია ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის (GWP) კომერციული დირექტორი ირაკლი ბაბუხარია ამბობს, რომ აბანოების თანამშრომლების ქმედება დესტრუქციულია.

"გოგირდის აბანოები დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავენ. აბანოების პოზიცია არის ის, რომ ისინი იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რაც კომპანიისთვის არის მიუღებელი, რადგან, აბსოლუტურად, ყველა აბონენტს ჩვენი მხრიდან ერიცხება თანაბარი ტარიფი. მათი შემოსავალი საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ გადაიხადონ ჩამდინარე წყლის გადასახადი. მით უმეტეს, რომ გოგირდის წყალი არის აქტიური წყალი და აზიანებს ჩვენი წყალარინების სისტემას", - განაცხადა ირაკლი ბაბუხარიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები