20 ნოემბერი 2024,   03:05
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს ვადებთან დაკავშირებული ინიციატივა - უმცირესობა ცვლილებას "რუსთავი 2"-ის საქმეს უკავშირებს

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს ვადებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან რუსთავი 2-ის საქმის პირდაპირ კავშირს ხედავენ. ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წარმომადგენლები არიან. 

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღმოჩნდა გადამწყვეტი რუსთავი 2-თან დაკავშირებით, როდესაც აღსრულების გადაწყვეტილება შეჩერდა.

ახალ პოლიტიკურ ცენტრში მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი ინსტიტუტია და ხელისუფლება ცდილობს, რომ ის საკუთარი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოაქციოს.

 

ავტორი: ანა წერეთელი 

ამავე თემაზე
დღის ამბები