20 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
„ცხვრებივით არ მივყვებით ჩვენ ამ განცხადებას," - პედაგოგთა ნაწილი თორდინავას წინააღმდეგ გამოდის

თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას განცხადება, საბავშვო ბაღების მასწავლებლების ნაწილმა მუქარად აღიქვა.

რამდენიმე მათგანი აცხადებს, რომ ისინი მზად არიან იმუშაონ, თუმცა მშობლები პროტესტის ნიშნად, აცხადებენ იმას, რომ ბავშვებს არ მიიყვანენ ბაღებში.

პედაგოგების მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ თემურ თორდინავას განცხადების მიუხედავად, ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ, აპირებენ ასევე საპროტესტო აქციების გამართვას და არ აპირებენ სასწავლო პროცესის აღდგენას.

„ცხვრებივით არ მივყვებით ჩვენ ამ განცხადებას, ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო აქციას, უფრო მასშტაბურს ჩავატარებთ და მერიასთან გადავალთ საპროტესტო აქციით, სანამ ჩვენი, უკანონოდ გათავისუფლებული დირექტორი არ დაგვიბრუნდება,“ – განაცხადა 92-ე ბაღის თანამშრომელმა მანანა ბარათაშვილმა.

გათავისუფლებული დირექტორები და მასწავლებლები დედაქალაქის მერიასთან ხვალ აქციას გამართავენ.

თემურ თორდინავა მოუწოდებს მასწავლებლებს, პროცესები პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიყვანონ და აღადგინონ სასწავლო პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მათი მისამართით კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომის მიღებითა და თანამდებობებს დატოვებით იმუქრება.

ამავე თემაზე
დღის ამბები