20 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
თსუ-ს სტუდენტები ახალ გვარს ასახელებენ და პაპავას ე.წ. ოდეერების მფარველობაში ადანაშაულებენ

კიდევ ერთი დაძაბული და უშედეგო შეხვედრა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან. ვლადიმერ პაპავა თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს მოლაპარაკებებში მონაწილე ახალგაზრდებმა კი სასწავლებლის ხელმძღვანელს ახალი ბრალდებები წაუყენეს.

თვითმმართველობის სტუდენტებმა პაპავა დღეს ე.წ. ოდეერების მფარველობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. საფუძვლად კი ადმინისტრაციის კიდევ ერთი კონკრეტული თანამშრომელი დაასახელეს, რომელიც მათი ინფორმაციით, კონტრდაზვერვაშიც მუშაობს.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მალხაზ ბაძაღუა უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში მუშაობს, რექტორატში ადასტურებენ. უნივერსიტეტის რექტორი კი ამბობს, მისთვის უცნობია ამ პიროვნების კავშირები სახელმწიფო ძალოვან უწყებებთან.

მეორე სტუდენტური ჯგუფის წარმომადგენლები კი 115-ე აუდიტორიიდან მოითხოვენ, ე.წ. ოდეერების საკითხით არა აკადემიური საბჭო, არამედ საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

კიდევ ერთი პიროვნება ე.წ. ოდეერად სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა ორი დღის წინაც დაასახელეს. 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები