20 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
მოხალისე ჰაკერი პოლიციაში ექვსი საათის განმავლობაში იკითხებოდა

მოხალისე ჰაკერი, რომელიც პირადი სივრცის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოქალაქეებს ეხმარება, დღეს პოლიციაში 6 საათის განმავლობაში იკითხებოდა. ლუკა ფეიქრიშვილი ოფიციალურად ერთ–ერთი მოქალაქის პირადი სივრცის დარღვევის ფაქტზე შეტანილი სარჩელის გამო დაიბარეს, თუმცა, რეალურად დაკითხვა იმ ინტერვიუს ეხებოდა, რომელიც მან არჩევანში გიორგი გაბუნიას მისცა.

,,თავიდან ბოლომდე გაუშვეს გადაცემა. თითოეული წინადადების დასასრულს აჩერებდნენ გადაცემას და მთხოვდნენ განმევრცო ჩემი ნათქვამი სიტყვა. კითხვები იყო, 15 -20 წუთის განმავლობაში, როგორ შეიძლებოდა დაბლოკილიყო youtube-ზე ვიდეო, ზეწოლა იყო ფსიქოლოგიური,“- განაცხადა ლუკა ფეიქრიშვილმა.

ჩვენების მიცემიდან რამდენიმე საათში ლუკა ფეიქრიშვილს პოლიციამ უკვე სახლში მიაკითხა. თუმცა ამბრელას წევრის მორიგი დაკითხვა ხვალისთვის გადაიდო.

ამავე თემაზე
დღის ამბები