20 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
დახურული აბანოების მეპატრონეები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან

ძველ თბილისში მდებარე გოგირდის აბანოები დახურულია. აბანოების მეპატრონეებმა გაზრდილი გადასახადი დღეს თანამშრომლებთან ერთად გამაფრთხილებელი აქციით გააპროტესტეს. ისინი ახალი ტარიფის გადახედვასა და დავალიანების ჩამოწერას ითხოვენ. აბანოების მეპატრონეების თქმით, რამდენიმე ათასით გაძვირებულ გადასახადს ვეღარ იხდიან, ერთ წელში დაგროვილი დავალიანება კი 250 000 ლარს აჭარბებს.

ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის წარმომადგენლებმა გოგირდის აბანოების ხელმძღვანელები დღეს დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულეს. ცნობილია, რომ კომპანიაში სატარიფო სისტემის გადახედვას არ აპირებენ.

აბანოების ხელმძღვანელების მოთხოვნებთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ თბილისის მერიაშიც. ნარმანიას უწყებაში აცხადებენ, რომ თბილისის ისტორიული აბანოებისთვის დაწესებული გადასახადის სუბსიდირება არ იგეგმება.

მხარეებს შორის დაწყებული დავა სასამართლოში გაგრძელდება. პროცესი 5 მაისს არის ჩანიშნული.

ავტორი:მარიამ შანშიაშვილი.

დღის ამბები