სამეგრელოში, სოფელ ტყვირში ადგილობრივები სავალი გზის შეკეთებას და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მათ ამ მოთხოვნებით საპროტესტო აქციაც გამართეს.
ადგილობრივების განცხადებით, გამგეობამ მიმდინარე წელს სოფელთან დამაკავშირებელი გზის ნაწილის გაკეთება დაიწყო, რაც მათთვის მიუღებელია და გზის სრულად აღდგენას ითხოვენ.
ტყვირში ამბობენ, რომ წლებია მათ სოფელში ჩასვლას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიც კი ვერ ახერხებს, წვიმის დროს კი ფეხით გადაადგილებაც ჭირს.
გამგეობაში განმარტავენ, რომ ტყვირშთან დამაკავშირებელი გზის ნაწილობრივი რეაბილიტაცია თანხების უკმარისობამ განაპირობა და გზის შეკეთება სრულად 2017 წელს მოხდება.