20 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
"ისევ გვისმენენ" - პროკურატურასთან დღეს აქცია გაიმართება

აქციის გამართვას გეგმავენ დღეს ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები.

ისინი პროკურატურასთან შეიკრიბებიან და პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერების ინტერნეტ სივრცეში გავრცელების საქმის დროულ და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულებას და დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნას ითხოვენ. მან უნდა შეისწავლოს, როგორც კადრების გავრცელება, ასევე სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაული.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები