20 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
მეორე დღეა ფოთში საპოლიციო შემოწმებები ე.წ. რეიდები ტარდება

მეორე დღეა, ფოთში საპოლიციო შემოწმებები, იგივე რეიდები ხორციელდება. პოლიციის თანამშრომლები ქვეითებს და ავტომობილებს აჩერებენ, ამოწმებენ საბუთებს და საბარგულს.

ფოთთან ერთად, როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, საპოლიციო შემოწმება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხორციელდება.

უწყებაში აცხადებენ, რომ საპოლიციო შემოწმებები შს მინისტრის ბრძანებით მიმდინარეობს.

რამდენიმე კვირის წინ ჩატარებული ე.წ. რეიდების დროს სამართალდამცავებმა სხვადასხვა ტიპის იარაღები და ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები