ასწლოვანი ხის ნაპირზე გადატანა ვერ ხერხდება, შეკვეთილში რამდენიმე წუთის წინ სპეციალური ტექნიკა სხვადასხვა რეგიონებიდან ჩაიყვანეს.
სპეციალისტები იმ ბარჟის ნაპირთან მოტანას ცდილობენ, რომელზეც 650 ტონიანი ხეა განთავსებული. მცენარე დენდროლოგიურ პარკში უნდა დაირგოს.
სამუშაოები გუშინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბარჟის ნაპირთან მიყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ასწლოვანი ხე შეკვეთილში აჭარიდან ზღვით წაიღეს.
ადგილზე მუშაობს კურიერის გადამღები ჯგუფი დამატებითი დეტალები დილის კურიერში.