კამპანიის ეს შენ გეხება მოთხოვნას, საქმის დროულად და ეფექტურად გამოძიების თაობაზე, კანონმდებლები იზიარებენ, თუმცა უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა პროკურატურისადმი უნდობლობის გამოცხადება და ხელისშეშლაა. მათი თქმით, ეს ვერ იქნება ეფექტური ფორმატიდან გამომდინარე.
"ამ მოძრაობის ისეთი ბირთვი ჩამოყალიბდა, რომელიც მთავრობის მიმართ მხარდაჭერის ნაცვლად აგრესიას გამოხატავს,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია გამკაცრდეს კანონი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ და ეს დანაშაული გადავიდეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებათა რიცხვში.
"ასეთი ტიპის ფორმატის შექმნით შეიძლება უფრო მეტად შევიდეთ სხვა ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოებაში. აუცილებლია, უფრო მეტად გამკაცრდეს პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის შემთხვევები და ისჯებოდეს, როგორც მძიმე კატეგორიის დანაშაულები,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ინიციატივას დადებითად აფასებენ ოპოზიციაში. მათ მიაჩნიათ, რომ დანაშაულის პრევენციის ეფექტური საშუალება არსებული საქმეების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯაა.