პარლამენტის სპეციალური კომისია ოჯახის განსაზღვრებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეგიონებში საჯარო განხილვებს იწყებს. დღეიდან ისინი ასეთ შეხვედრას კახეთში გამართავენ და მოსახლეობის მოსაზრებებს მოისმენენ.
ინიციატივის ავტორი მთავრობაა. ცვლილების მიხედვით, კონსტიტუციაში უნდა დაზუსტდეს ოჯახის განმარტება.
„კომისია საერთო სახალხო განხილვას იწყებს, პირველი შეხვედრა კახეთში იქნება. მოსახლეობასაც უნდა დაველაპარაკოთ და მათი მოსაზრებები გავიგოთ, სახალხო განხილვა ყველა კუთხეში ჩატარდება,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.