ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქცია გამართეს სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა ვაზიანში. ისინი ამ ტერიტორიაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი ყვითელი სამარშრუტო ტაქსების დანიშვნას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მძღოლებთან შეხვედრას დღეს გეგმავს გარდაბნის გამგებელი.