20 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
აქცია მერიასთან - მშობლებმა ბაღების დირექტორების გათავისუფლება გააპროტესტეს

მშობლების პროტესტი თბილისის მერიასთან. დღეს დილიდან მერიის შენობასთან ბაგა ბაღების აღსაზრდელების მშობლები შეიკრიბნენ.

ისინი კვლავ აპროტესტებენ რამდენიმე ბაღის დირექტორის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას. მშობლები ყოფილი დირექტორების თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვენ და გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.

ისინი დაახლოებით საათნახევარია ელოდებიან მერიის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას. თუმცა მათ მოთხოვნას ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია.

სულ ცოტა ხნის წინ მშობლებმა მოამზადეს წერილობითი განცხადება, რომელიც ჩააბარეს მუნიციპალიტეტში.

მერიასთან შეკრებილები უკვე გადაინაცვლებენ საკრებულოში, სადაც ფრაქცია რესპუბლიკელების წარმომადგენლები მერიის შიდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს და ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ხვდებიან.

თემურ თორდინავამ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა დირექტორების გათავისუფლების მიზეზები. მისი განცხადებით ეს მოხდა შიდა მონიტორინგისა და აუდიტის დასკვნის და ასევე, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის საფუძველზე. 

დღის ამბები