20 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
აქცია პროკურატურასთან-"ეს შენ გეხება" ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

საპროტესტო აქცია იწყება ამ წუთებში მთავარ პროკურატურასთან, სადაც კამპანია ეს შენ გეხებაში ჩართული სამოქალაქო ორგანიზაციების აქტივისტები იკრიბებიან. მოძრაობის წევრები ფარული ვიდეოკადრების გავრცელებზე ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ.

”პროკურატურა ამ მიმართულებით პასიურობს, ჩვენ არ ვამბობთ, რომ მათ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით არ უნდათ, რომ ეს ყველაფერი გამოიძიონ, თუმცა ვფიქრობთ, რომ უფრო ეფექტურები უნდა იყვნენ. ასევე ჩვენ მოთხოვნებს შევახსენებთ საქართველოს მთვარობას იმის თაობაზე, რომ შეიცვალოს კანონი მოსმენებთან დაკავშირებით,“  - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, გამოძიებაში უნდა ჩართულიყვნენ საერთაშორისო ექსპერტები.

“ჩვენ ვითხოვდით, რომ გამოძიება არ დარჩენილიყო მხოლოდ ადგილობრივი პროკურატურის ხელში იმისათვის, რომ გამოძიების მიმართ ყოფილიყო გაცილებით მეტი სანდოობა და მათ ჰქონოდათ უფრო ადეკვატური ექსპერტიზა ამ ტიპის დანაშაულის გამოძიების, ჩართული ყოფილიყვნენ საერთაშორისო ექსპერტები და სხვა ქვეყნების შესაბამისი სამსახურები, ეს გაზრდიდა გამოძიების მიმართ სანდოობას,“ -  ნაცვლიშვილმა.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.

დღის ამბები