20 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
„ეს საკითხი ჩვენი სამინიტროს კომპეტენციებს არ უკავშირდებოდა,“- აგულაშვილი ასწლოვანი ხის გადატანაზე საუბრობს

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასწლოვანი ხის ციხისძირიდან დენდროლოგიურ პარკში გადატანაზე განცხადებები გააკეთეს. გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, ამ პროცესში გარემოს დაცვის სამინისტრო მხოლოდ დამკვირვებლის როლში იყო.

„ეს საკითხი დასაწყისში, არც მისი განხორციელების პროცესში ჩვენი სამინიტროს კომპეტენციებს არ უკავშირდებოდა,“- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უსაფრთხოების ყველა პირობა დაცული იყო. დავით სერგეენკოს განცხადებით, დენდროლოგიურ პარკში მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, რომ ასწლოვანი ხე ნახოს.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები