20 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
"შოუს ნუ დადგამთ"-სამნიძე საკრებულოში მისულ ბაგა-ბაღების ყოფილ დირექტორებს მიმართავს

ცოტა ხნის წინ ხამური იყო საკრებულოში, სადაც ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორები მივიდნენ. ისინი იმ შეხვედრაზე დასწრებას ითხოვდნენ, რომელზეც ფრაქცია რესპუბლიკელები, მერიის შიდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები და ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ბოლო დღეებში საბავშვო ბაღებში განვითარებულ მოვენლენებს განიხილავენ. 

საკრებულოში მისულ ბაღებიდან გათავისუფლებულ დირექტორებს რესპუბლიკური პარტიიდან განუმარტეს, რომ ისინი შეხვედრაზე დასწრებას ვერ შეძლებდნენ და სთხოვეს მათთვის მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცათ. 

"შოუს ნუ დადგამთ, დაგვაცადეთ შეხვედრა,"-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან მერიის შენობასთან ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები შეიკრიბნენ. ისინი კვლავ აპროტესტებენ რამდენიმე ბაღის დირექტორის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას. მშობლები ყოფილი დირექტორების თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვენ და გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.

ისინი დაახლოებით საათნახევარი ელოდნენ მერიის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას, თუმცა მათ მოთხოვნას ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია. 

დღის ამბები