20 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
პროკურატურასთან კამპანია "ეს შენ გეხებას" საპროტესტო აქცია დასრულდა

საპროტესტო აქცია პროკურატურასთან დასრულდა, სადაც 12:00 საათზე კამპანია ეს შენ გეხებას წევრი ორგანიზაციები შეიკრბნენ. აქტივისტებმა ფარული ვიდეოკადრების გავრცელებაზე ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტერსტეს. არასამთავრობოები ვერ ხედავენ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას და დაინტერესებას ამ საქმეების გახსნით. მათი აზრით ეს შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, თუ ვინ არის დაინტერესებული ფარული კადრების გავრცელებით.

“არაერთი დღე გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ აქვს თუ არა გამოძიებას ხელშესახები პროცესი, ამის შესახებ საზოგადოება არ არის ინფორმირებული რაც ბუნებრივია აძლიერებს განცდას იმისას, ვინ შეიძლება იდგეს ამ დანაშაულის უკან,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, უნდა დადგინდეს ვინ იდგა უზარმაზარი არქივების შექმნის უკან და მოხდეს მათი სამაგალითოდ დასჯა. 

დღის ამბები