20 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
"ხელისუფლება მიხვდა საკუთარი პოლიტიკური მანევრის ჩავარდნას," - ირაკლი აბესაძე ბაღების დირექტორებზე საუბრობს

საკრებულოში კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. ნაციონალური მოძრაობა იმ აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა, რომლებმაც დედაქალაქის მერიიდან საკრებულოს შენობაში გადმოინაცვლეს. როგორც მშობლები აცხადებენ, ისინი ყველა დაინტერესებულ  პირს შეხვდებიან მიაწვდიან ინფორმაციას და ასევე ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ იმისთვის, რომ მიიღონ პასუხები რა გახდა რეალურად დირექტორების გათავისუფლების მიზეზი.

“ხელისუფლებაც მიხვდა საკუთარი პოლიტიკური მანევრის ჩავარდნას, მათ ვერ შეძლეს, რომ შეფარულად განეხორციელებინათ ბაგა-ბაღებიდან  კადრების გაყრა საკუთარი პოლიტიკური აქტივისტების დასაქმებისთვის და ახლა ისინი ცდილობენ, შექმნან ილუზია თითქოს სურთ გაერკვნენ საქმის რეალურ ვითარებაში, თითქოს სურთ  რეალურად დაიცვან გათავისუფლებული დირექტორების და იმ მშობლების ინტერესები„ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.  

ავტორი: ეკო მაღრაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები