20 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
აღსრულების ბიურო საფინანსო ორგანიზაციებიდან მუქარის შემცველი შეტყობინების მიღებაზე მოსახლეობას აფრთხილებს

"მოქალაქემ, რომელიც ბანკიდან ან მიკროსაფინანსო კომპანიისგან აღმასრულებლის სახელით მუქარის შემცველ ზარს მიიღებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა მიმართოს"- განცხადება ამის შესახებ ბიუროს თავმჯდომარემ გააკეთა.

იოსებ ბაღათურიას განცხადებით არც ერთ ორგანიზაციას არ აქვს უფლება აღსრულების ეროვნული ბიუროს გარეშე კერძო პირისგან რაიმე სახის აღსრულება განახორციელოს. ბიუროში შექმნილია სპეციალური ცხელი ხაზი, ასევე შექმნილია სპეციალური ელექტრონული ფოსტის მისამართ, რომლის მეშვეობითაც ნებისმირი მსგავსი შემთხვევის შესახებ ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდება შეიძლება.   

“ცალსახად და მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ მსგავსი შინაარსის ზარები და მობილური შეტყობინებები აღსრულების ეროვნული ბიუროდან არ იგზავნება. აღსრულების ეროვნული ბიურო უკვე მეოთხე წელიწადია სააღსრულებლო წარმოების პროცესში ორიენტირებულია მხარეთა მორიგებისა და ადამიანების უფლებების დაცვის სრულ პოლიტიკაზე,“ - განაცხადა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ იოსებ ბაღათურიამ.    

დღის ამბები