20 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გოგირდის აბანოების საკითხთან დაკავშირებით ახალი სატარიფო პოლიტიკის გადახედვას არ აპირებს

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წარმომადგენლებმა გოგირდის აბანოების საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს. გოგირდის აბანოების ხელმძღვანელების პროტესტის მიუხედავად, წყლის კომპანია ახალი სატარიფო პოლიტიკის გადახედვას არ აპირებს.

ჯორჯიან უითერ ენდ ფაუერში  ხაზს უსვამენ იმას, რომ აბანოები სხვა კომერციულ თუ არაკომერციულ აბონენტებთან შედარებით პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ. წყლის კომპანიის წარმომადგენლები აბანოების ხელმძღვანელებს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომასა და ცალკეული ინიციატივების განხილვას სთავაზობენ.

ძველ თბილისში მდებარე აბანოების ხელმძღვანელებმა გუშინ მუშაობა შეაჩერეს. ისინი ახალი ტარიფის გადახედვასა და დავალიანების ჩამოწერას ითხოვენ. მოდავე მხარეები ორ კვირაში სასამართლოში შეხვდებიან.

დღის ამბები