20 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ცვლილებები შეაქვს

მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ცვლილებები შეაქვს. სამინისტროს განმარტებით ამ ცვლილებებით რეგისტრაციის გამარტივება მოხდება და საჯარო რეესტრის როლი იზრდება. რეესტრი დაინტერესებულ პირებს დოკუმენტაციის შეგროვება- მოწესრიგებაში დაეხმარება.

ამავე ცვლილების თანახმად იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს ერთიანი სტანდარტის შემუშავებას სერტიფიცირებულ აზომველებთან დაკავშირებით, იქმნება ქსელი, სადაც იმ პირების სერტიფიცირება მოხდება, რომლებიც მომავალში განახორციელებენ მიწების აზომვით სამუშაოებს. ცვლილებები უკვე გადაგზავნილია საკანონმდებლო ორგანოში.

"წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში, საჯარო რეესტრი გაცდება ამ თავის ჩვეულებრივ ფუნქციას და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, პირ რომელსაც სურს რეგისტრაციის განხორციელება. დღემდე აზომვით ღონისძიებებს აწარმოებდა ყველა ვისაც ეს სურდა" - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ.

დღის ამბები