ხმაურია სააპელაციო სასამართლოს ეზოში. ერთმანეთს კორტების სპეცოპერაციისას დაღუპულთა და ამ საქმეზე ბრალდებულთა ახლობლები დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ამდროსთვის ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია ერთი პირი. არ არიან დაშავებულები.
დაპირისპირება ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებსა და ცააძის ახლობლებს შორის სასამართლო პროცესის დაწყებამდე მოხდა. დაპირსპირება განმეორდა მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლოს სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო.
დაკავებული პოლიციელების ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს.
განხილვა სააპელაციოში ბრალდების შუამდგომლობით 13 მაისს გადაიდო.