20 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
ციხისძირიდან წამოღებული ასწლოვანი ხის ნაპირზე გადატანა ისევ ვერ ხერხდება

შეკვეთილში ამინდი გაუარესდა - ციხისძირიდან წამოღებული ასწლოვანი ტიტის ჯიშის ხის ნაპირზე გადატანა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ბარჟა, რომელზეც ხე დგას კვლავ ნაპირიდან 50-თ მეტრშია, რადგან წყლის მცირე სიღრმის გამო ნაპირთან მისვლას ვერ ახერხებს.

ამ დროისთვის კვლავ მიმდინარეობს სანაპიროდან ქვიშის ამოტუმბვა, თუმცა ზღვის მოქცევა ვითარებას ართულებს.

ტექნიკის ნაწილი, დატვირთვის გამო მწყობრიდან გამოვიდა.

სამუშაოების გასაგრძელებლად აჭარასა და სამეგრელოდან რამდენიმე ერთეული ტექნიკის დამატება გახდა საჭირო.

ამავე თემაზე
დღის ამბები