პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გასაჯაროებასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა. უჩა ნანუაშვილის უმრავლესობის წევრთა განცხადებებსაც გამოეხმაურა, მისი თქმით, მსგავსი განცხადებებისთვსი 2 წლის წინ უნდა შექმნილიყო ეთიკის კოდექსი.
"რა თქმა უნდა, დაუშვებელია ასეთი განცხადებები. კიდევ უფრო მეტს ვიტყვი, ჯერ კიდევ 2 წლის წინ საპარლამენტო ანგარიშში ვსაუბრობდით, რომ ეთიკის კოდექსი შექმნილიყო, მათ შორის პარლამენტარებისთვის, რომ თუკი ასეთი გამონათქვამები იქნებოდა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, გარკვეული სანქციებიც ყოფილიყო გათვალისწინებული. სამწუხაროდ ეს რეკომენდაცია არ იქნა გაზიარებული ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.